LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი:”როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”

103

”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი რესპუბლიკელებსა და თამაზ მეჭიაურს შორის არსებულ დაპირისპირებას.
”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც ურთიერთობა შეძლო გიორგი კვირიკაშვილია.”მე ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი. დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

magti 5g