LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყო დისკუსიების ციკლი – “საუბრები ორბელიანების სასახლეში”

78
zuraba

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს დაიწყო დისკუსიების ციკლი „საუბრები ორბელიანების სასახლეში“. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი შეხვედრა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მიხეილ ბახტაძემ, გია მურღულიამ, ლევან გიგინეიშვილმა, ნუკრი შოშიაშვილმა, ბაჩო შურღაიამ და სანდრო ცაგარელმა.

პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, დისკუსიების ციკლი შეეხება ეროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემებს.

დისკუსიები ხელმისაწვდომი იქნება ორბელიანების სასახლის ოფიციალურ youtube არხზე.

პოპულალურები