LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება

c61ba711612ba01d1c4dda43b744da73

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება – ასეთია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსია, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარი იქნება.

ასევე, 140-დან 60-მდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა.

პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

მანამდე არსებულ პროექტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g