LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ექიმის პირველი კომენტარი

144

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ტრავმატოლოგმა ვაჟა კახნიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება,“ – განაცხადა ექიმმა ტრავმატოლოგმა.

ვაჟა კახნიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g