საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ხვალ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ცნობით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა.
ხვალინდელ საბჭოზე მომხსენებლები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.