LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა კიდევ ერთი მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა – ამის შესახებ ცოტა ხნის გახდა ცნობილი

187
69403089-4393721113978698-5911601614803697664-o (1) (1)

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა მარიამობის დღესასწაულზე კიდევ ერთი მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. სწორედ მათთან საუბარში გათავისუფლებული ზურაბ ნადირაძის შვილმა თქვა, რომ არ იცის, ვინ რატომ გააკეთა , მაგრამ სასიხარულო ინფორმაციაა.

მთავარი არხის ინფორმაციითვე, ზურაბ ნადირაძეზე ქართულ მხარეს 1994 წლიდან ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ექსტრადირებაზე ჩეხეთმა არაერთხელ თქვა უარი. 2017 წლის დასაწყისში მისი დეპორტაცია მოხდა. 

სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შეწყალების უფლება მის დაუსაბუთებლად გამოყენებას არ გულისხმობს

რაც შეეხება იმას, თუ რის გამო იხდიდა სასჯელს ნადირაძე, საუბარია 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვზე ურთიერთშელაპარაკებისას მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ცნობით,ზურაბ ნადირაძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ,ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს შეიწყალა. მათ შორის იყვნენ მკვლელობაში მსჯავრდებულები, რის გამოც პრეზიდენტმა ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის კრიტიკაც დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები