LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა 

164
ing (2)

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა კოდექსს ხელი მოაწერა, რადგან, ხარვეზების მიუხედავად, ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს:

„პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს შეესაბამება.

ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა.

ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რაცა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი“, – განაცხადა დავით თევზაძემ.

„მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“ – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა

ღარიბაშვილი „თავდაცვის კოდექსზე“: „გირჩის“ მავნებლობა დავასრულეთ“

magti 5g