LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა ქალი იყო, მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით – ალეკო ელისაშვილი

180
1606326864-ალეკო-ელისაშვილი-e1606326881385

„ერთადერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი, და მარტო მე ვიჯექი კაცი, ტორტის მარწყვივით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებზე და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ყველა ქალი იყო პრეზიდენტის თამადობით, ფონი იყო გადასარევი. გეგმების დასახვაზე არ გვილაპარაკია და არც სამოქმედო გეგმაზე. უბრალოდ სადილის დროს მიმოვიხილეთ, რა არის ქვეყანაში და რაღაც აზრები გავცვალეთ. ფიცი არ დაგვიდია და ხმალი არ აგვილესავს. სადილის დროს ვსაუბრობდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, არჩევნებზე, არჩევნების პერსპექტივაზე. აი, მე მედროშე ვიქნები და თქვენ ჩემი ამქარი ან რაღაცა ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იყვნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახალის“, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის სწორედ სალომე ზურაბიშვილთან იკრიბება, როდესაც მცდელობა აქვთ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ” – არჩილ თალაკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები