მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაინიშნენ, გაჟღერდა მათი ქორწილის თარიღიც და ის 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და მისი რჩეულის ნიშნობა მიმდინარე თვეს შედგა, მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ თანხმობა მან მარკლის მშობლებისგან მიიღო. უკვე ცნობილია, რომ წყვილი კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს.
რაც შეეხება ქორწილს, დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ქორწილის შემდეგ მათ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას წოდება მიენიჭებათ.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს კალიფორნიაში, დორია და ტომას მარკლების ოჯახში დაიბადა.