LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება

74
prncdianaautoile

დიდ ბრიტანეთში აუქციონზე გასაყიდად პრინცესა დაიანას ავტომობილი, 1981 წლის Ford Escort გამოიტანეს. მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მისი საწყისი ღირებულება 40 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.

დაიანას ავტომობილი პრინცმა ჩარლზმა 1981 წელს აჩუქა და პრინცესა მის საჭესთან არაერთხელ დაუფიქსირებიათ.

პრინცესა მოდელს 1982 წლის აგვისტომდე იყენებდა. ძარაზე ორიგინალი საღებავია შერჩენილი, სალონში კი ქარხნული დიზაინი. ავტომობილის გარბენი 133,5 ათასი კილომეტრია. კაპოტზე დამონტაჟებულია ვერცხლისფერი ბაყაყი, იმ თილისმის ასლი, რომელიც დაიანას თავისმა დამ აჩუქა.

ლოტის ამჟამინდელი მფლობელი პრინცესას დიდი თაყვანისმცემელია და ამ ავტომობილს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა, ცხოვრებისეულმა სიტუაციამ მისი გაყიდვა აიძულა.

ვაჭრობა 29 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g