LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას ცნობილი კაბა ოქროს ღილებით, ,,სოტბის” აუქციონზე იყიდება

214
page

პრინცესა დაიანას ცნობილი კაბა, რომელიც მას 1991 წელს ოფიციალური პორტრეტის გადაღებისას ეცვა, ამჯერად „სოტბის“ აუქციონზე გაიყიდება. ეს საღამოს  ულამაზესი იასამნისფერი კაბა დიზაინერმა ვიქტორ ედელშტეინმა 1989 წელს შექმნა. კაბას ზურგზე ოქროს ღილები ამშვენებს და ის უბრალოდ შეუდარებელია. სწორედ ამ კაბით პოზირებდა პრინცესა დაიანა სამეფო ოჯახის ოფიციალურ პორტრეტზე 1991 წელს.

სწორედ ამავე ფოტოს მიხედვით მხატვარმა დუგლას ხარდინგმა პრინცესა დაიანას პორტრეტი შექმნა, რომელიც მოგვიანებით მარსდენის საავადმყოფოში გამოფინეს, სწორედ ამ კლინიკას ეხმარებოდა ფინანსურად დაიანა. 1997 წელს ამავე კაბით დაიანას „ვენითი ფეარის“ გარეკანზე გამოჩნდა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კაბის საწყისი ფასი, 120 ათასი დოლარი იქნება.

მხატვარმა პრინცესა დაიანა ემოციური ნახატებით გააცოცხლა და გვაჩვენა, როგორი იქნებოდა ის დღეს

ქეით მიდლტონი აღლუმზე პრინცესა დაიანას საყურეებითა და 16 ათას დოლარიანი გულსაბნევით გამოჩნდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები