13 ნოემბერს ლონდონში პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. აღლუმს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აივნიდან თვალს ადევნებდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის დედოფალი კონსორტი კამილა, ქეით მიდლტონი და ჰერცოგინია სოფი.
ქეითი ამ დღეს „კეტრინ უოლკერის“ შავ პალტოში იყო გამოწყობილი, რომელსაც აქსესუარის სახით „ფილიპ ტრისის“ შლაპა და „მალბერის“ კლატჩი ასრულებდა. საინტერესოა, რომ ქეითმა ამ დღეს არჩევანი პრინცესა დაიანას ულამაზეს საყურეებზე გააკეთა, რომელიც 16 ათას დოლარად შეფასებულ ბრილიანტის გულსაბნევს შეუხამა.
ქეით მიდლტონის ახალმა ფოტოებმა გააჩინა ეჭვი, რომ უელსის პრინცესა ორსულადაა
საყვარელი წითელი ფერი – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ ულამაზეს პალტოში