LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დიანას კაბა რეკორდულ 1,14 მილიონ დოლარად გაიყიდა

130
_132080958_crtopgettyimages-7380

პრინცესა დიანას კაბა Julien’s-ის აუქციონზე საწყის ღირებულებაზე 11-ჯერ უფრო ძვირად – 1,143 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, საუბარი შავსა და ლურჯ ფერებში შესრულებულ კაბაზეა და საბოლოო თანხა ნამდვილად რეკორდულია.

გამოცემა აზუსტებს, რომ კაბის დიზაინერი ჟაკ აზგურია და დიანას კაბა ორჯერ მაინც ეცვა სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე. პირველი შემთხვევა 1985 წელს ფლორენციაში ჩარლზთან ერთად სამეფო ტურის დროს.

საინტერესოა, რომ კაბის ზედა ნაწილი შავი ფერისაა და ლურჯი ვარსკვლავებითაა გაფორმებული, ხოლო ქვედა ნაწილი მთლიანად ლურჯია და დიდი ბაფთაც ამშვენებს.

აქამდე აუქციონზე გაყიდულ დიანას სამოსთა შორის ყველაზე ძვირად ღირებული ველვეტის კაბა იყო, რომელიც გასული იანვრის თვეში 604 800 დოლარად გასხვისდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები