ცოტა ხნის წინ პრინცესა დიანას პირადი წერილები აღმოაჩინეს, სადაც ბევრი საიდუმლო დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ისიც, რომ მათი ქორწინება თავიდანვე განწირული იყო.
წერილების ნაწილი, რომლებსაც დიანა პირად მდივანს სწერდა, მიმდინარე წლის აპრილში აუქციონზე გაიყიდება. მათში შოკისმომგვრელ დეტალს აეხდება ფარდა. ერთ-ერთ კონკრეტულ მათგანში, რომელიც 1981 წლის 15 აგვისტოთი თარიღდება, დიანა წერს, რომ მისი თაფლობის თვე „იყო კარგი საშუალება გამოძინებისთვის“. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩარლზს და დიანას არასოდეს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა და არცერთი მათგანი არ იყო ბედნიერი.
ჯერ კიდევ ბოლომდე დაუზუსტებელია, ვინ იყო თუ პრინც ჰარის მამა – არსებობს ვარაუდი, რომ ის არა პრინცი ჩარლზი, არამედ დიანას საყვარელი, ჯეიმს ჰიუიტი იყო.