LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჩარლზი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს გამოფენაზე შემთხვევით შეხვდნენ   

1717
dicaprio

ამჯერად მედიის ობიექტივში საოცრად საინტერესო ფოტო მოხვდა.  გლაზგოში, სტელა მაკარტნის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე პრინცი ჩარლზი და ლეონარდო დიკაპრიო შეხვდნენ ერთმანეთს. გამოფენის სახელწოდებაა „მოდის მომავალი“ და აქ სტელა მაკარტნიმ ის რეკვიზიტები წარადგინა, რომლის დახმარებითაც ახალ კოლექციას შექმნის. ბუნების აქტიურმა დამცველმა აქცენტი ეკოლოგიურ და უნიკალურ მასალებზე გააკეთა.

ლეონარდო დიკაპრიო ცნობილია, როგორც კლიმატის აქტიური დამცველი. პრინცი ჩარლზი კი სამეფო ოჯახთან ერთად ხშირად ერთვება ამ ტიპის ღონისძიებებში, ხოლო სტელა მაკარტნი, დიკაპრიოს მსგავსად, გამორჩეული აქტივისტია. ამ ფოტომ ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები