LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჩარლზი: მიყვარს ძველი ტანსაცმელი, ხშირად დავდივარ მეწაღესთან გაფუჭებული ფეხსაცმლის შესაკეთებლად

195
princecharles2011

ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა გამოცემა „ვოგს“ ინტერვიუ მისცა. საუბრის მთავარი თემა ჩარლზის გამორჩეული ჩაცმის სტილია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სამეფო ოჯახის სხვა წევრების სტილისგან. ინტერვიუ ჩარლზს პირადად გამოცემის რედაქტორმა ედუარდ ენინფულმა ჩამოართვა და დაინტერესდა, რატომ იცვლის მონარქი სამოსს ასე იშვიათად. პრინცი ჩარლზი განმარტავს, რომ მის პიჯაკებს ძირითადად ქმნიან მკერავები ხელით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შრომა პატივისვემას იმსახურებს.

ჩარზლი ასევე ამბობს, რომ სამოსს პრაქტიკულად არასოდეს ყრის: ,,მიყვარს ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ვცდილობ არ გადავყარო, ხშირად დავდივარ მეწაღესთან გაფუჭებული ფეხსაცმლის შესაკეთებლად“ – აღიარებს ჩარლზი.

ინტერვიუს ახალი ფოტოსესიაც ახლავს, სადაც ჩარლზი საკუთარი საგრაფოს ეზოშია გადაღებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g