ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი ფოტო გავრცელდა, რომელიც პრინც ჩარზლის 70 წლის იუბილეზეა გადაღებული. ფოტოზე პრინცი ჩარლზი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთადაა. ამჯერად კი ჟურნალი The Sunday Times ავრცელებს ფოტოებს , რომელიც ამ ოჯახური ფოტოსესიის დროს არის გადაღებული. ფოტოებზე პირველად ვხედავთ პრინც ჩარლზს ბაბუის ამპლუაში. ფოტოებზე ჩანს, რომ ჩარლზი გადასარევი ბაბუაა, რისი საჯარო აფიშირების უფლებაც მას სამეფო პროტოკილით არ აქვს.
ფოტოებზე ჩანს, როგორ უჭირავს ხელში ჩარლზს 6 თვის პრინცი ლუი და როგორ ეთამაშება პატარა ლუი ბაბუას, როდესაც ისინის საერთო ფოტოს იღებენ. ფოტოები კლარენს-ჰაუსში არის გადაღებული და მათი ავტორი კრის ჯექსონია. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე მოხვდა პრინც ჩარლზის სხვა ფოტოებიც, რომელიც სახლის ინტერიერშია გადაღებული.