ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მეგან მარკლი უარს ამბობდა სერიალ „ფორს-მაჟორში“ მონაწილეობაზე, ამჯერად კი გაირკვა, რომ ამის მიზეზი ახალი გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად პრინცი და მისი რჩეული კენსინგტონის სასახლეში დასახლდებიან.
სამეფო ოჯახის რეზიდენციის იმ ნაწილში, სადაც ჰარი და მეგანი იცხოვრებენ, უკვე აქტიურად მიმდინარეობს რემონტი, რომლის დასრულებასაც პრინცი სულმოუთქმელად ელოდება.
ჰარისა და მეგანის საცხოვრებელი საკმაოდ ახლოს იქნება პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან, რომლებიც წელს საცხოვრებელს პრინც ჯორჯის გამო იცვლიან – სამეფო ტახტის მემკვიდრე სკოლაში მიდის.