ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად ახალი ფოტოთი გამოჩნდნენ. მეუღლეებმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ქალთა დღეს გაავრცელეს უახლესი ფოტო, რომელიც მათ სახლშია გადაღებული. ფოტოზე ორსულ მეგანს ხელში პატარა პრინცი არჩი უჭირავს და ჰარისთან ერთად ბედნიერი ჩანს: „ვერ ვნახავთ უკეთეს დღეს და მომენტს, რომ ქალთა დღე მოგილოცოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტოს ავტორი ჰარის მეგობარი მისან გარიმანია, რომელმაც წყვილის წინა ფოტოც გადაიღო. ახალ ფოტოზე მეგან La Ligne-ს ულამაზეს ჭრელი კაბა აცვია, რომლის ღირებულებაც 395 დოლარია.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუში მეგანმა აღნიშნა, რომ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს, რადგან ახლა თავისუფალია.

