ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილების, არჩისა და ლილიბეთის ახალ ფოტოებს. ხუთი წლის არჩი და სამი წლის ლილიბეთი მეგანმა მონტესიტოს რეზიდენციაში გადაიღო და მათი ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა, ორივე მათგანი ისევ ზურგით ჩანს, თუმცა ირკვევა, რომ მამის მსგავსად, ორივეს წითური თმა აქვს.
ამ ფოტოს ბევრი კრიტიკაც მოჰყვა. ხალხი მეგან მარკლის ისევ ტყუილში ამხელს. საქმე იმაშია, რომ ადრე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, არჩისა და ლილიებთს ასეთი ფერის თმა თითქოს არ ჰქონდათ. ამიტომ ფოტოები ისევ ეჭვს აჩენს საზოგადოებაში. ექსპერტები კი თვლიან, რომ მეგან მარკლი ისევ სამეფო ოჯახს ემტერება და სურს დაამტკიცოს, რომ ბავშვები სპენსერებს ჰგვანან, მან ინტერვიუშიც არაერთხელ აღნიშნა, რომ ლილიბეთს საოცრად ამსგავსებს პრინცესა დაიანას.
წითურთმიანი ლილიბეთი – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი მამის ასლია



