ქსელში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უახლესი ოფიციალური პორტრეტები გამოქვეყნდა, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი ალექსი ლუბომირსკია.
ერთ-ერთი მათგანი შავ-თეთრი კადრია და მასზე შესაძლებელია მეგანის ბეჭდის თვალის შევლება. შეგახსენებთ, რომ მის დიზაინზე ჰარიმ თავად იმუშავა. ბეჭედს სამი ბრილიანტის თვალი აქვს. ერთი მათგანი ჰარიმ ბოტსვანადან ჩამოატანინა, ორი მცირე ზომის თვალი კი პრინცესა დიანას გვირგვინის ნაწილს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჰარი და მეგანი ერთმანეთს 2016 წლის ზაფხულიდან ხვდებიან. 27 ნოემბერს წყვილი დაინიშნა, 2018 წლის 19 მაისს კი მათი ქორწილი გაიმართება.
A post shared by Kensington Palace (@kensingtonroyal) on