LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი ილია ელოშვილს ემშვიდობება: „მე უფალს მადლობას ვუხდი, რომ შენთან შემახვედრა, ჩემო მეჯვარევ…“

332
princi

1-ელ ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაიცვალა. 47 წლის ასაკში მის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის პრინცი იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელმაც დაწერა:

„ჩემო ძმაო ილია,

ვერც კი ვიჯერებ, რომ ჩვენთან აღარ ხარ.

„უნაკლო ადამიანს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნაკლი, უყვარდა იარაღი და მასთან მუდმივი თამაში“ – ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტი მწუხარებას გამოთქვამს

შენ, ვინც წარმოადგენდი ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეესაბამება. შენ, რომელიც 16 წლის ასაკში ომში წავიდა, ჩვენი ქვეყნის დასაცავად. შენ, ვისაც დიდი რწმენა ჰქონდა და აღადგინა ჩვენი ეკლესიები. შენ, ვინც ყოველთვის ბედნიერებას უზიარებდი ყველას, ვისაც შეხვდებოდი. შენ, საუკეთესო მეოჯახე ადამიანი. შენ, რომელიც ყოველთვის საუკეთესო სადღეგრძელოს წარმოთქმით გამოირჩეოდი. მე უფალს მადლობას ვუხდი, რომ შენთან შემახვედრა, ჩემო მეჯვარევ. შენ იტყოდი :„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გმირები, თუნდაც მხოლოდ ერთი დღით”. ჩემთვის შენ სამუდამო გმირად დარჩები. მშვიდად განისვენე ჩვენს ზეციურ მამასთან, ჩემო ძმაო. პატივი იყო, ვყოფილიყავი შენი მეგობარი…“

“გამორიცხულია სუიციდი” – ილია ელოშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ

„დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ“- ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g