პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის ვაჟი, ჯორჯი, ცოტა ხნის წინ გახდა 3 წლის და მან უკვე მოასწრო მსოფლიო მოდაზე გავლენა მოეხდინა. კომპანია Rakuten Marketing-ის კვლევის თანახმად, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის ჩაცმულობას უამრავი მშობელი ბაძავს.
გამოკითხულთა თითქმის მესამედმა (39%) აღიარა, რომ საკუთარი შვილის ჩაცმულობაში გავლენას სწორედ პატარა ჯორჯის ტანსაცმელი ახდენს, რომლის გარდერობზეც დიზაინერი რეიჩელ რაილი ზრუნავს.
რეიტინგის მეორე და მესამე ადგილებზე ბექჰემების შვილები – რომეო და კრუზი იკავებენ.


