უელსის პრინცმა ჩარლზმა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი რაინდად აკურთხა.
ცერემონია უინძორის სასახლეში გაიმართა. მრბოლელი ღონისძიებაზე დედასთან ერთად მივიდა.
ცნობისთვის, ჰემილტონი მეოთხე რაინდია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის.