პრინცი ფილიპის დაკრძალვის შემდეგ, პრინცი ჰარი მხოლოდ რამდენიმე დღით დარჩა ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ მას სამეფო ოჯახის წევრებმა პირადად სთხოვეს დარჩენილიყო ბებიის, დედოფალ ელისაბეთის იუბილეზე, ჰარიმ ამერიკაში გამგზავრება არჩია. უკვე დღეს ის ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მას ორსული ცოლი და შვილი ელოდებიან.
ბაბუის დაკრძალვაზე შერიგებული ძმები – უილიამი და ჰარი ერთად გამოჩნდნენ
უცნობია, რატომ არ დარჩა ჰარი ბებიის იუბილეზე, რომელიც დღეს 95 წლის გახდა. მით უფრო, რომ ოჯახიდან წასული პრინცი საკმაოდ თბილად მიიღეს. ცნობილია, ისიც, რომ ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ჰარიმ მამასთან და ძმასთან ტელეფონითაც ისაუბრა, თუმცა, საუბარი შერიგებით ვერ დასრულდა.

