პრინცმა ჰარიმ რაგბის მსოფლიო თასის მხარდასაჭერ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში ეპიზოდური როლი შეასრულა. ვიდეო ინგლისი-ფიდჯის მატჩის დაწყების წინ სტადიონზე აჩვენეს და ის 80 ათასმა მაყურებელმა ნახა. კლიპი სპორტის ამ სახეობის წარმოშობის ისტორიას გვიამბობს.
პრინცი ჰარი რგოლში რამდენიმე წამით ჩნდება. მან ვიდეოკლიპში მებაღის როლი მოირგო, რომელიც მორბენალ მოზარდებს ადევნებს თვალს. ჰარი რაგბის დიდი გულშემატკივარი და ორგანიზაცია Rugby Football Union-ის საპატიო თავმჯდომარეა. ვიდეოს დასრულების შემდეგ იგი სტადიონზე გავიდა და სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვა.