LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინსის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმს ადანაშაულებენ – გამოძიება გრძელდება

52

მართალია, თითქმის ორი წელი გავიდა პრინსის გარდაცვალებიდან, მაგრამ გამოძიება მის საქმეზე დღემდე გრძელდება, რადგან ლეგენდარული მუსიკოსის დაღუპვაში ოჯახის წევრები ყოფილ ექიმს მაიკლ შულენბერგს ადანაშაულებენ, რომლის წინააღმდეგ სარჩელი არაკომპეტენტურობის და გულგრილობის ბრალდებით შეიტანეს.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ პრინსი ფენტიალომის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, რომელსაც სახსრებში ტკივილის გასაყუჩებლად იღებდა. მუსიკოსის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დოქტორ შულენბერგმა არ გაითვალისწინა მუსიკოსის ოპიოიდებზე დამოკიდებულება და ვერ შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი, ექიმებმა არაფერი იღონეს მის გადასარჩენად.

სხვათაშორის, დოქტორ შულენბერგი ერთხელ უკვე იქნა დადანაშაულებული მუსიკოსის გარდაცვალებაში, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლომ ვერ შეძლო მისთვის ბრალის წაყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები