პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ცინიკური პოსტით ეხმაურება დედაქალაქის მერის განცხადებას დიდთოვლობასთან დაკავშირებით გზებზე შექმნილ პრობლემაზე.
“ზამთრის საბურავები როგორ არ გიყენიათ ხალხო, შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა? ))) მერიამ რომ არ იცოდა მუხთალი თოვლი როდის დაგვატყდებოდა თავს ეგ კი არაა პრობლემა. არც ის, თოვისას გზებზე ტექნიკური მარილი რომ უნდა დაყარო. ზაფხულის საბურავებით რომ დაქრიხართ ეგ ყოფილა პრობლემა…))) ვინ მოიფიქრა ნეტა ეგეთი ბრიყვული გაპრავება? )))) კალაძის შემოქმედებაა, თუ პიარის სამსახურში ასი კაცი რომ ყავს იმათი იდეაა?”,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, რადგან კერძო ავტომობილების მძღოლები ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობენ.