გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს.
გორის ჰოსპიტალში შესვლისას გიორგი მარგველაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ექსპრეზიდენტების შეხვედრას იმედიანად უყურებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემებს ადგილი არ ექნებოდა, გიორგი მარგველაშვილი თავის დროზე უფრო გაბედული რომ ყოფილიყო.
ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მეოთხე პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, როდესაც მის ხელთ არსებული ბერკეტი არ გამოიყენა და მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყალა.
„იმედი მაქვს, რომ მეოთხე პრეზიდენტი შედის იმისთვის, რომ განიხილოს მისი ახლო მომავალში გათავისუფლების საკითხი. ალბათ ილაპარაკეს ქალბატონმა სალომემ, ჩვენმა პრეზიდენტმა და ბატონმა მარგველაშვილმადა მიშაც ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინით ელოდება, მიშა პატივს სცემს მარგველაშვილს, ესეც ვიცი, თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, ეს პრობლემები არ დადგებოდა, ბატონ მარგველაშვილს უფრო ოპერატორიულად რომ ემოქმედა და უფრო გაბედული რომ ყოფილიყო როცა მას ძალაუფლება ეკავა.
მან შანსი გაუშვა ხელიდან“, – ამბობს მედიასთან საუბარში ნიკოლოზ სააკაშვილი.
