LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები ვერხვების დევნილთა დასახლებაში [ვიდეოკოლაჟი]

ბზარები კედლებზე და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა – ეს ვერხვების დევნილთა დასახლებაში აშენებული კოტეჯების პრობლემებია.

2009 წლის ნოემბერში ვერხვების დასახლებაში რამდენიმე ათეულ ოჯახს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ გორის გამგეობის ხელშეწყობით კოტეჯები აუშენა. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალაშენებულ 47 კვ. მეტრის ფართობის კოტეჯებს პრობლემები ორიოდე წელში გაუჩნდა, რომელთა რეაბილიტაციას ყველა დევნილი ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ასეთია 76 წლის ომარ გიუნაშვილის ოჯახიც. გიუნაშვილები ჯერ ცხინვალიდან, შემდეგ კი სოფელ თამარაშენიდან არიან დევნილები. მათი ძირითადი პრობლემა კოტეჯის გაბზარული კედლებია, ასეთ პირობებში ცხოვრება კი ზამთარში უკიდურესად რთულია.

როგორ ცხოვრობს ვერხვის დევნილთა დასახლებაში 46 ოჯახი დაბზარულ კედლებში, “ფორტუნას” სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g