LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრობლემური ადგილები ბევრია, მაგალითად, ელიავას ტერიტორია” – გარკვეული მასალების რეალიზება დარეგულირდება

137
saburavebi

“დედაქალაქში მკაცრად გაკონტროლდება მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების მარტივად აალებადი, ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება და რეალიზება იმ ადგილებში, რომელიც საამისოდ არ არის განსაზღვრული,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ახალი რეგულაციით მსგავსი მასალების განთავსება და რეალიზება დაშვებულ ზონაში დარეგულირდება გარკვეული წესებით. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ბუფერული ზონები.

“ჩვენ ამას გვკარნახობს გენგეგმაც. ბევრი ადგილი გვაქვს ასეთი ქალაქში, რომელიც პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენთან ახლოს არის ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების ყიდვა გაყიდვა და ა.შ. რაც სერიოზულ პრობლემას წარმოდგენს გარემოსა და ჯანმრთელობის თვალსაზირისით,”- განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები