LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან…“ – გია ხუხაშვილი

264
გია ხუხაშვილი

„პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან… ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ორივეს ზებუნებრივ ძალებს, შერაცხულები არიან შუაშისტებად და ორმაგ ანათემას არიან გადაცემული“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აქვეყნებს.

მისივე განცხადებით, „რაც არ უნდა მავნებლობა და უგუნურება აკეთონ, საკუთარი მრევლისთვის მაინც ღმერთები არიან“.

„სამწუხაროდ, მიწევს გამეორება:

პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა #41-დან…

ორივემ ააშენა არა პარტია, არამედ ტოტალიტარული სექტა…

ისინი საკუთარი მრევლისთვის, როგორც უზენაესს შეეფერება, არსად არიან და არიან ყველგან…

რაც არ უნდა მავნებლობა და უგუნურება აკეთონ, საკუთარი მრევლისთვის მაინც ღმერთები არიან, რადგან „შეუცნობელ არს გზანი მათნი“…

მრევლისთვის ყველა სიკეთე მათი ხელიდან მიიღება – „ითხოვე და მოგეცემა“….

გიჭირს? ლოცვა გააძლიერე…

შესაბამისად, საქართველოში მიდის არა პოლიტიკური პროცესი, არამედ უსასტიკესი რელიგიური ომი „ჭეშმარიტი მესიის“ გამოსავლენად…

ყველა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ორივეს ზებუნებრივ ძალებს, შერაცხულები არიან შუაშისტებად და ორმაგ ანათემას არიან გადაცემული…“, – წერს გია ხუხაშვილი.

 

სამწუხაროდ, მიწევს გამეორება:

პროცესს მართავს ორი პატიმარი – ერთი კლინიკის პალატა #5-დან, მეორე კი შუშის სახლის პალატა…

Posted by Gia Khukhashvili on Wednesday, 21 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g