LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომლებიც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა რუსეთში – საქსტატის ანგარიში

55
export-import-57359f8c98c52

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაზარდა. თუკი 2021 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 96 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 431 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ქვეყანამ რუსეთიდან 435 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რითაც რუსეთმა ნავთობის იმპორტში პირველი ადგილი დაიკავა.

რუსეთიდან იმპორტი 73%-ით გაიზარდა, სავაჭრო ბრუნვა - 50%-ით - საქსტატი

საქართველომ რუსეთში გაზარდა ღვინის ექსპორტი, წელს საქართველოდან რუსეთში 109 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით შემოვიდა:

    • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
    • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
    • კოქსი და ნახევარკოქსი;
    • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
    • ხორბალი და მესლინი.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან რუსეთში 109 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

რუსულ ბაზარზე საქართველომ დიდი მოცულობით გაიყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სპირტიანი სასმელები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები.

მკვეთრად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტიც. თუკი გასულ წელს 12.4 მილიონის ღირებულების 2 ათასამდე ავტომობილი გავიდა რუსეთში, 2022 წლის 9 თვეში ექსპორტმა 45.7 მილიონს გადააჭარბა, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა კი 3.2 ათასია.

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო (574.8 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანმა (488.6 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი რუსეთმა (473.2 მლნ აშშ დოლარი).

mazda magti 5g