LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტს მიიღებს ყველა ოჯახი, რომელიც პანდემიის გამო დაგვიზარალდა: კალაძე

114
5555

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში მოეწყო კონკრეტული სივრცე, სადაც მოსახლეობისათვის გადასაცემი პროდუქტები გროვდება და ფასოვდება.

პროდუქტების შეფუთვის პროცესს დედაქალაქის მერიც დაესწრო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროდუქტები გადაეცემა იმ ოჯახებს, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

“სწორედ ამ სივრცეში ხდება პროდუქტების დალაგება და დაფასოება. ამის შემდეგ მოდიან გამგეობის თანამშრომლები და ინდივიდუალურად ხდება რაიონების მიხედვით პროდუქტების გატანა და იმ ოჯახებში მიტანა, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვიზარალდა და უჭირთ ამ რთულ სოციალურ ვითარებაში პანდემიის გამო.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ახალგაზრდას, რომელიც მოხალისედ ჩაერთო აღნიშნულ სოციალურ პროექტში.

“მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს თბილისის მერიას მათი ჩართულობით. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მათი მხარდაჭერით ხდება ყველა პროდუქტის დაფასოება, გადანაწილება და შემდეგ ოჯახებში მიტანა და დარიგება.

სოლიდარობაზე კარგი განცდა, ვფიქრობ, არ არსებობს. მე მახსოვს 13 ივნისი ის მძიმე დღე, რომელიც თბილისში გვქონდა, წყალდიდობამ ძალიან დაგვაზარალა. მაშინ დავინახეთ ახალგაზრდობის სოლიდარობა, რომელიც იყო საოცრება და კიდევ ერთხელ დავანახეთ მთელს მსოფლიოს, თუ რამხელა ძალა აქვთ ახალგაზრდობას, სოლიდარობას და თანადგომას.” – თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც, ყველა გამოგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათს გაუგზავნის. მისივე თქმით, შესყიდვა უკვე განხორციელებულია.

კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე სპეციალურ პარკებში თავსდება პირბადეები, რომლებიც ყველა ოჯახს გადაეცემა საკვებ პროდუქტთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g