LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტზე ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს

187

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწვავი, დაახლოებით, 20 პროცენტით, მედიკამენტები – 10, ხოლო სურსათი 3,5 პროცენტით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, წინა წლის პერიოდთან შედარებით ფასები დაახლოებით 3.3%ით გაიზარდა.

„სურსათზე ფასები გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 3.3%-ით. გამომწვევი მიზეზი ძირითადად გახლავთ ფასების მატება ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ამ შემთხვევაში ფასების, დაახლოებით, 25%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე გაზრდილია, დაახლოებით, 10 პროცენტით. ასევე აღსანიშნავია ფასების მატება ბენზინის საწვავზე, დაახლოებით, 19.5%-ით. ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია,“ – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ “რუსთავი 2-თან” საუბარში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები