LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

88

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, PricewaterhouseCoopers (PwC) თანამშრომლობით, 30 მაისს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით, საქართველოში არსებული მულტინაციონალური და ე.წ. „ფრენჩაიზინგის” კომპანიებისთვის გაიმართება პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია.

„აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელი, ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი სუზან სტერნი და პროექტის ექსპერტი ჯულიან ლავსონ ჰილი ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს, სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ, პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეირჩა სასტუმროსა და რესტორნების ე.წ. HoReCa-ს სექტორი, რომლის ფარგლებშიც მომუშავე მულტინაცინალურ ბრენდებთან დასაკავშირებლად და პოტენციალის შესასწავლად, წინასწარ იდენტიფიცირებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარი, რის მიხედვითაც მათთვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგ პროგრამები. ტრენინგ პროგრამები იმართება ისეთ მოდულებში როგორიცაა: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და ოპერაციები, მარკეტინგი, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა“, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g