LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ნეკა სებისკვერაძის და დათო ნოზაძის კონცერტით დაიხურება

416
neka-sebiskveradze

18 ივნისიდან – 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (ქ.გორი / სოფ. დიცი/სოფ.ტირძნისი – 18 ივნისი, ქ.ზუგდიდი / სოფ. ტყაია – 8-9 აგვისტო, სოფ. კოკი /სოფ. ორსანტია/ ანაკლია – 5-6 სექტემბერი  და ქ. გორი/ სოფ. ხურვალეთი- 27 სექტემბერი), სადაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩასული სტუმრების მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა თუ შეხვედრებში.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება ა.წ 18 ივნისს სოფლებში დიცი და ტირძნისი, ასევე ქ. გორში, სადაც მწერლები და მეცნიერები (მაკა ელბაქიძე, ალეკო შუღლაძე, გურამ მეგრელიშვილი, ლევან ჟვანია)  რეპრესირებულ მწერლებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის გაიმართება ლექცია რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის ვანლერ დაისელის შესახებ. საუბარი შეეხება  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი,  მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი და დევნილი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ სოფ. დიცში და სოფ. ტირძნისში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან მეღვრეკისიდან, ბროწლეთიდან და ერგნეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის  პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების – ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძის და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით გაიმართება (დასაწყისი 17:00 სთ-ზე), რომელსაც   დაესწრებიან ქ.გორში და მის შემოგარენში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები