LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიულ სტუდენტებს სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვევენ

98

პროფესიულ სტუდენტებს სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვევენ. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული კონსულტირების ასოციაციამ წარადგინა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი არსია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მსგავსად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, სწავლის დასრულებამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებსაც შეეხებათ.

ამასთან, წინადადებების ავტორთა შეფასებით, კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაევალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g