150-მდე ნაშრომი და უნივერსიტეტში გატარებული 70 წელი – პროფესორი ლევან ალექსიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი “ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომ ალექსიძემ იურიდიული ფაკულტეტის მრავალ თაობასა და საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარ მწვავე საერთაშორისო სამართლებრივ გამოწვევებს მიუძღვნა თავი. “ლევან ალექსიძე მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლად, ხოლო ამ დარგის გლობალურ განვითარებაში მის მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აკადემიური საზოგადოება აღიარებს”, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
1-2 აგვისტოს, სიონის ტაძარში პანაშვიდი გაიმართება, 3 აგვისტოს, 15.00 საათზე კი, სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.