სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე მე-8 დღეა, ზაჰესის იზოლატორთან იმყოფება და დაკავებულ მეგობარს მხარდაჭერას უცხადებს, იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიიდან სოციალურ ქსელში მორიგ ფოტოს აქვეყნებს.
დათო სიმონია იმ მოქალაქეების შესახებ წერს, რომლებიც აღნიშნული პროტესტის გამო მას მხარდაჭერას უცხადებენ:
„დილით წამოთოვა. პროგნოზის მიხედვით, დღეს ყველაზე ცივი დღე გველის. როგორც ფოტოზე ხედავთ, ამ დისკომფორტის სახალხო კომპენსაციამაც არ დააყოვნა.
შეიძლება გეუცნაუროთ, მხარდაჭერის ანგარიშებს რომ გაბარებთ ხოლმე, მაგრამ ამით ერთი რამის თქმას ვცდილობ: არ შეგეშინდეთ ძალაუფლების. შეიძლება მან ქუჩაშიც კი დაგტოვოთ, მაგრამ ჩვენ – ხალხი არ დაგტოვებთ და ეს ჩემი ამბის მერე კიდევ უფრო ცხადია.
არ შეგეშინდეთ უსამართლობასთან დაპირისპირების. რაც არ უნდა მწარე შედეგები დაგიდგეთ ამის გამო, ჩვენ – ხალხი ნებისმიერ სირთულეს დაგიტკბობთ.
აბა, ბედნიერი და უშიშარი დღე!“, – წერს დათო სიმონია სოციალურ ქსელში.
დილით წამოთოვა. პროგონოზის მიხედვით, დღეს ყველაზე ცივი დღე გველის. როგორც ფოტოზე ხედავთ, ამ დისკომფორტის სახალხო…
Posted by Dato Simonia on კვირა, 19 იანვარი, 2025
ცნობისათვის, დათო სიმონია მე-8 დღეა პროტესტის ნიშნად ზაჰესის იზოლატორთანაა. 14 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მილდენბერგერმა რესტორან „ბაბილოსთან” დაკავებულ ზვიად რობაქიძეს 10 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა. დათო სიმონია ამბობს, რომ იზოლატორთან მეგობრის პატიმრობის დასრულებამდე დარჩება.