საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებული მოვლენების საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა. პროკურატურის ცნობით, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მიმართავს პროკურატურას და გულწრფელად მოინანიებს ჩადენილ ქმედებას.
„სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔵 საქართველოს პროკურატურის განცხადება ➡️ სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს…
Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
მოსამართლემ ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში დატოვა
