LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ გირაოს ითხოვს, 10-ის მიმართ კი, პატიმრობას

shutterstock_176457944

ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული შვიდი პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, ხოლო 10 დაკავებულის მიმართ – პატიმრობას.როგორც პროკურორმა  თორნიკე მარსაგიშვილმა  აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე ცხრა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, საიდანაც ექვსის მიმართ გირაო, ხოლო სამის მიმართ პატიმრობას ითხოვენ.

მისივე განმარტებით, ჩანაწერის გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო იმ პირების მიმართ, რომელთაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს – გირაო.

„დანაშაულია, როდესაც იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ გაქვს გონივრული დრო, რომ განაცხადო პოლიციაში და წაშალო ჩანაწერი, რათა არ მოხდეს მისი შემდგომი გავრცელება, ამას არ აკეთებ და ინახავ უკანონოდ.

დაკავებულების უმეტესობა თვითონ ცდილობდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის მოპოვებას. არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ჩანაწერი მეგობრებისგან და არ განაცხადეს პოლიციაში“, – განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.

შეგახსნებეთ, შსს-მ გუშინ საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ (youtube) ატვირთა.

მანამდე, უწყებამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g