LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

167

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში, ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ეთანხმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

“ბრალდების მოთხოვნა და პოზიცია გახლდათ ორივე ბრალდებულის მიმართ სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება, სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ.ჯ-სთვის მუხლის გადაკვალიფიცირების საკითხთან დაკავშირებით ბრალდება არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,სხვა სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით დღეის მდგომარებით პასუხს ვერ გაგცემთ. ტელევიზიით გაჟღერებულ იქნა ინფორმაცია,  უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით, თუმცა დღეიდან როგორ გაგრძელდება სამოქმედო გეგმა, პასუხს ვერ გაგცემთ” – განაცხადა  პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქალაქო სასამართლომ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები