LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს

73

საქართველოს მთავარი პროკურატურა ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ზაზა სარალიძე თავისუფალია. მას ბრალი დღეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა. ინფორმაციას სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.

„ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წარუდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალს არ ვეთანხმებით, არასწორ ფაქტებს შეიცავს, დამახინჯებულია ფაქტები. საპატიმრო ღონისძიება სასამართლო პროცესამდე მოეხსნა. ეს იმას ნიშნავს, რომ პალატის კართან ბადრაგი არ იცავს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება,“ – განაცხადა ლონდარიძემ.

ამასთან, ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g