LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

88
09f83241e0a5cf28ee6f3769d1e724c8_XL

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით გამოძიება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მათი ინფორმაციით, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება, ასევე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g