LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა

460
09f83241e0a5cf28ee6f3769d1e724c8_XL

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, “მთავარი არხის” დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურამ   გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის  მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე,სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს  დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და  11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g