LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოითხოვა

51

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა, ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

”ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით. ველოდებით პასუხს. იმედი მაქვს უახლოეს დღეებში ეს მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნაში იქნება”, – განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g