LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა

223
მამუკა ხაზარაძე

„საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უწყების განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს პარლამენტში შექმნილ 2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის 25 მარტის სხდომაზე დაბარებული იყო ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეა წულუკიანი: „მამუკა ხაზარაძის უარზე ვიმსჯელებთ, ვინაიდან კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა“

კახა კალაძე: „ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში“

მამუკა ხაზარაძე: „დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ – ივანიშვილმა ბიზნესზე თავდასხმები დახვეწილი მეთოდებით ჩაანაცვლა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g