LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“ – სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა

166
პროკურატურა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g