LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკურატურამ მხოლოდ ის კომენტარები კი არ უნდა მოიტანოს, რაც ჩემ წინააღმდეგაა, არამედ ისინიც, სადაც ვამბობ, რომ აქციის ორგანიზატორი არ ვარ… არანაირ დამხობაზე არაა საუბარი“ – პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერზე

130
პაატა მანჯგალაძე

„რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი“, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

შალვა პაპუაშვილი: ყველა აქტივისტმა ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა, ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს – ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ეს ხელისუფლება

„მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ამის შემდეგ მიხვდა ყველა თუ რა შარში გაყვეს თავი და ახლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას და თქმას – არ ვიცოდი, არ მეგონა“

მანჯგალაძემ აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადება ვიდეომტკიცებულებად წარადგინა.

„დაკითხულიც კი არ ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა… წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-თქო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი“,– განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

პროკურორი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: „მოწმეთა ჩვენებებია, რომელთაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს ბრალდებულთა ქმედებებით – ბრალდებულები ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფდნენ, თუმცა, ამბობდნენ, რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს“

პაატა მანჯგალაძე: „არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ – ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g